Sikament PZ 530 (მასტერპოზზოლი 530) - წყლის შემამცირებელი/პლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატის ფუძეზე, რომელიც ზრდის ბეტონის სამუშაოთა შესრულების ხარისხსა და მექანიკურ მახასიათებლებს (საწყისი სიმტკიცე) ნებისმიერ გარემო პირობებში, წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე.
გამოყენება:
- ტუმბოთი და მექანიკურად მზა ბეტონის ჩასხმისას
- არმირებული ბეტონის წარმოებაში, მსუბუქი და საშუალო წონის ყველა ტიპის ბეტონის წარმოებაში
- ყველა ტიპის ბეტონში, სადაც დენადი კონსისტენცია მოითხოვება
უპირატესობები:
- ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით, ამცირებს წყლის რაოდენობას 12%-ით
- დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით, ზრდის ბეტონის საბოლოო სიმტკიცეს
- უზრუნველყოფს წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირებას და, ამავდროულად, ტუმბოთი და მექანიკურად ჩასხმისათვის ბეტონს უფრო დენადს ხდის
- უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას ცემენტის მცირე წილის მქონე ბეტონში
- უზრუნველყოფს მაღალ სიმტკიცეს, გამძლეობას და დაბალ შეღწევადობას წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე
- ზრდის სამუშაოთა შესრულების ხარისხს და ამცირებს სეგრეგაციის რისკს
- ყალიბში ჩასხმისას იძლევა გლუვ ზედაპირს სეგრეგაციის გარეშე
- მკვრივი ბეტონის აპლიკაციისას უზრუნველყოფს ბეტონის ჯდომას ნაკლები ვიბრაციის პირობებშიც კი
- არ შეიცავს ქლორიდებს
შეფუთვა:
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი