მასტერგლენიუმ SKY 608
(ყოფილი გლენიუმ 608)
მაღალი დონის წყლის შემამცირებელი/ახალი მეორე თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი პოლიცარბოქსილატის ფისის ფუძეზე
რა არის?
მასტერგლენიუმ SKY 608 მაღალი დონის წყლის შემამცირებელი, ნაადრევი და საბოლოო სიმტკიცის გასაზრდელი ახალი მეორე თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატია პოლიკარბოქსილატის ფისის ფუძეზე; შექმნილია მზა ბეტონის ინდუსტრიისათვის და ხელსაყრელია წარმადობის სრული კონტროლისთვის.
შეფუთვა:
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
რისთვის გამოიყენება?
- მაღალი ხარისხის მზა ბეტონის ტუმბოთი და მექანიკურად ჩასხმისას
- SDC (ჭკვიანი დინამიკური ბეტონი) ბეტონის წარმოებაში
- არასეგრეგირებადი, დენადი, რეოპლასტიური ბეტონის წარმოებაში
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი შეფუთვა ხელახლა დაიხურება.
უპირატესობები:
- უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდებას სამშენებლო ობიექტზე ნებისმიერ დროს
- უზრუნველყოფს დენადი, დაბალი წყალ/ცემენტის კოეფიციენტის ბეტონის წარმოებას, TS EN 206-1 სტანდარტის შესაბამისად
- უზრუნველყოფს ერთი დანამატის გამოყენებას ბევრი დანიშნულებით
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
- თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
- თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
- შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
- თავსებადია მასტერროკ MS 610-თან (მიკროსილიკა), რათა გაზარდოს ბეტონის წარმადობა და სიმტკიცე აგრესიულ კლიმატურ პირობებში
- თავსებადია მასტერროკ TCC 735 და მასტერკასტ 125-თან, რათა თავიდან ავიცილოთ ბეტონის სწრაფი შეკუმშვა და წყლის სწრაფი კარგვა
- თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, (მასტერროკ FIB SP 530/540/550)
- ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი): მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რაც ბეტონში არსებულ სინესტეს სწრაფი აორთქლებისაგან იცავს.
დანახარჯი:
მასტერგლენიუმ SKY 608-ის რეკომენდებული დოზირებაა 0.8-1.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.). ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები: | |
შემადგენლობა | პოლიკარბოქსილატის ფისი |
ფერი | ბლანტი |
სიმკვრივე | 1.063-1.103 კგ/ლიტრი |
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 |
ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <3 |