სახლი ყველაზე საკრალური ადგილია… ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი ისვენებს, აღიდგენს ენერგიას, გრძნობს თავს უკეთ და უბრალოდ ეძებს სიმყუდროვეს.
ფერებს, რომლებსაც ირჩევთ თქვენი ინტერიერისთვის და განათების ტიპს დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ატმოსფეროსა და განწყობაზე.
კედლის ფერი
სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა ემოციას აღვიძებს. თბილი ფერები, როგორიცაა, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, შესაძლოა, ქმნიდეს ენერგიის და აღტაცების განწყობას, ხოლო ისეთი ცივი ფერები, როგორც ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი ხელს უწყობს მოდუნებასა და სიმშვიდეს.
რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ავამაღლოთ განწყობა კედლის ფერის სწორი შერჩევით:
სიმშვიდისა და მოდუნების სივრცის შექმნისთვის აირჩიეთ მწვანე, იასამნისფერი, ლურჯის მკრთალი და მშვიდი ელფერები. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ეს ფერები ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაკლებას და გულისცემის რიტმს არეგულირებენ. ასევე, ქმნიან სიმშვიდის და ჰარმონიის განცდას.
თბილი და მყუდრო გარემოს შესაქმნელად, აირჩიეთ თბილი, მიწიერი ტონები, როგორიცაა კრემისფერი, ყავისფერი ან ტერაკოტა. ამ ფერებს შეუძლია სიმყუდროვისა და კომფორტის განცდის შექმნა შეუძლია.
მასტიმულირებელი და ენერგიული სივრცისთვის: აირჩიეთ ნათელი, თამამი ფერები, როგორიცაა წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ამ ფერებს შეუძლია, გაზარდოს თქვენი ენერგიის დონე და ხელი შეუწყოს შემოქმედებითობას.
განათება
განათება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გასათვალისწინებელია განწყობის ამაღლებული სახლის გარემოს შექმნისას. ბუნებრივი განათება საუკეთესოა, მაგრამ რიგ შემთხვევებში, საჭიროა, დამატებითი ხელოვნური განათების ინტეგრირება ინტერიერში.
რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო განათება:
გამოიყენეთ სრული სპექტრის ნათურები: სრული სპექტრის ნათურები ბუნებრივი სინათლის იმიტაციას ქმნის, რაც დაგეხმარებათ განწყობისა და ენერგიის დონის გაუმჯობესებაში.
პრაქტიკული და დეკორატიული განათება: გამოიყენეთ ზედა განათებისა და სამუშაო განათების კომბინაცია კარგად განათებული სივრცის შესაქმნელად. სამუშაო განათება დაგეხმარებათ, შეამციროთ თვალის დაძაბვა და დაღლილობა.
შეამცირეთ ინტენსიურობა საღამოს: საღამო საათებში შეამცირეთ განათების სიკაშკაშე და ინტენსიურობა.
Jotun გთავაზობთ ფერების უსასრულო პალიტრას, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, შექმნათ იდეალური გარემო თქვენთვის და თქვენი საუკეთესო განწყობისთვის.
სახლის კედლების და განათების შერჩევისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ თქვენი შეგრძნებები და განწყობა, რომლის შექმნაც გსურთ.
Comments