top of page
Search

5 მითი ღებვის შესახებ

Updated: Jul 30

ინტერიერისა და ექსტერიერის შეღებვისას, სასურველი შედეგის მისაღებად, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება. ბლოგში სწორედ იმ გავრცელებულ მითებს გაგაცნობთ, რომლებიც ხშირად უშლის ხელს ხარისხიანი შედეგის მიღებას.


მითი 1: ფუნჯის ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი ერთნაირი იქნება. 

სიმართლე:


ხარისხიანი ფუნჯი მნიშვნელოვნად აადვილებს შეღებვის პროცესს, უზრუნველყოფს საღებავის თანაბარ განაწილებას და ქმნის მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ შედეგს. სამუშაოს დასრულების შემდეგ კარგად მოუარეთ ფუნჯს.

ამით, დაზოგავთ დროს, ასევე, თანხას და მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.

ree

მითი 2: ზედაპირის წინასწარ მომზადება აუცილებელი არ არის. 


სიმართლე:


ზედაპირის მომზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ხარისხიანი შეღებვისთვის. კარგად გაწმენდილი და ერთგვაროვანი ზედაპირი უზრუნველყოფს 

საღებავის იდეალურ გადანაწილებას და აქრობს საღებავის მოშორების რისკს. წინასწარ მომზადებული ზედაპირი გეხმარებათ არა მხოლოდ საუკეთესო შედეგის მიღებაში, არამედ მის ხანგრძლივად შენარჩუნებაშიც.

ree

მითი 3: ნებისმიერი სამღებრო სამუშაო ერთი და იმავე ფუნჯითა და ლილვაკით 

შეიძლება შესრულდეს. 


სიმართლე:


ერთი ხელსაწყო ყველა სამუშაოსთვის ვერ გამოდგება. არსებობს სხვადასხვა 

ტიპის ფუნჯები და ლილვაკები, რომლებიც კონკრეტული სამუშაოს  სპეციფიკის 

გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ.ინტერიერის, ფასადების, ხის ზედაპირების 

ან მეტალის შესაღებად, აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალურად ამსამუშაოსთვის 

განკუთვნილი ხელსაწყოები, რათა მიიღოთ სასურველი, პროფესიონალური 

ხარისხის შედეგი.

ree

მითი 4: დიდი ზედაპირებისთვის ლილვაკის დამატებითი სახელურის გამოყენება საჭიო არ არის.


სიმართლე:


დიდი ზედაპირების შეღებვა შეიძლება დამღლელი იყოს, თუ არ გამოიყენებთ 

დამატებით, გასაშლელ სახელურს. ამ სახელურის გამოყენებით, საგრძნობლად 

ამცირებთ დატვირთვას ხელებზე, ზურგზე და მუშაობის პროცესი უფრო სწრაფი 

და კომფორტული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა შესაღები ფართობი დიდია, ასეთ დროს ამ დამატებითი სახელურის გამოყენება თითქმის აუცილებლობაც კია.

ree

მითი 5: ლილვაკებს მხოლოდ ინტერიერის ღებვისას იყენებენ. 


სიმართლე:


ფასადების შეღებვისას ან ეზოს სამღებრო სამუშაოების დროს, ლილვაკები 

ეფექტურად გამოიყენება. ხელსაწყოები ამარტივებს პროცესს,ქმნის იდეალურად 

ერთგვაროვან ზედაპირს და ამცირებს სამუშაოს დასრულებისთვის საჭირო დროს.

ree

Comments


bottom of page