მასტერგლენიუმ ACE 450
(ყოფილი გლენიუმ ACE 450)
ნულოვანი ენერგიის სისტემის ძირითადი კომპონენტი, ახალი თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი მაღალი წარმადობის პოლიცარბოქსილატის ფისის ფუძეზე
რა არის?
მასტერგლენიუმ ACE 450 ინოვაციური სუპერპლასტიფიკატორების ნაზავია ახლად შექმნილი პოლიკარბოქსილატის ფისის პოლიმერების ფუძეზე. მასტერგლენიუმ ACE 450-ის მოლეკულური კონფიგურაცია აჩქარებს ცემენტის ჰიდრატაციის პროცესს, რაც საშუალებას იძლევა, ექსტრემალურად მცირე დროში მივიღოთ მაღალი სიმტკიცე. მოცემული ქიმიური შემადგენლობა აუმჯობესებს ბეტონის დენადობას, ძალიან მცირე წყალ/ცემენტის პროპორციის პირობებშიც კი, წებვადობის გაზრდის გარეშე. სიმტკიცე და მედეგობა მასტერგლენიუმ ACE 450-ით წარმოებულ ბეტონს სხვა ტიპის ბეტონებისაგან გამოარჩევს.
შეფუთვა:
30კგ ქილა
220კგ კასრი
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
რისთვის გამოიყენება?
- მაღალი დენადობით და მცირე სეგრეგაციით გამორჩეული მზა ბეტონის წარმოებისას
- თვითმტკიცებადი და თვითჯდენადი ბეტონის წარმოებისას
- SDC (ჭკვიანი დინამიკური ბეტონი) ბეტონის წარმოება
შენახვის პირობები:
შენახვის ვადა – წარმოების დღიდან 12 თვე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +35 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი შეფუთვა ხელახლა დაიხურება.
უპირატესობები:
- ანულებს ბეტონის განთავსების, ჯდომისა და ქურინგის დანახარჯებს (ნულოვანი ენერგია)
- ქურინგის (შრობა) ციკლების ოპტიმიზაცია დროისა და ტემპერატურის შემცირების ხარჯზე
- გაზრდილი პროდუქტიულობა
- მედეგობისა და მუდმივობის ზრდა, დაბალი წებოვნების ბეტონის წარმოებისას
- ეკოლოგიურად სუფთა, CO2 -ის გამოყოფის ოპტიმიზაცია
- ზედაპირის გაუმჯობესებული მახასიათებლები
- გამძლე მზა ბეტონის ლემენტეი TS EN 206-1 სტანდარტის შესაბამისად
- მაღალი დენადობის, გამძლე, თვითჯდენადი ბეტონის წარმოება მცირე წყალ/ცემენტის პროპორციისა და რეოპლასტიურობის ოპტიმიზაციის ხარჯზე
- ტრადიციული სუპერპლასტიფიკატორებისაგან განსხვავებით, არ ახდენს რეაქციის შენელებას
- წყალ/ცემენტის პროპორციის ზრდისას არ არის საჭირო ბეტონის შემადგენლობის შესაბამისად ცვლილება სამშენებლო უბანზე
- არ შეიცავს ქლორიდებს
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
- შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
- ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი): მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რაც ბეტონში არსებულ სინესტეს სწრაფი აორთქლებისაგან იცავს
დანახარჯი:
მასტერგლენიუმ ACE 450-ის რეკომენდებული დოზირებაა 0.2-2.5კგ დანამატი ყოველ 100 კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები: | |
შემადგენლობა | პოლიკარბოქსილატის ფისი |
ფერი | ბლანტი |
სიმკვრივე | 1.082-1.142 კგ/ლიტრი |
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 |
ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <3 |