ფერები
ბუნებით შთაგონებული
ჩვენ ვხედავთ მუდმივად მზარდ, გლობალურ ტენდენციას დამამშვიდებელი და ჰარმონიული ფერების კომბინაციების დახვეწილი გზით. ამის საპასუხოდ, Jotun-ი გვთავაზობს ბუნების საკუთარი მწვანე ჩრდილების ფართო სპექტრს, ასევე სუფთა ცისფერს და ცივ ნაცრისფერ ფერებს, რომლებიც მოგვაგონებს ცასა და ზღვაში არსებულ მედიტაციურ ეფექტებს.
მშვიდი მწვანე
მწვანე ფერები მყისიერ ასოციაციებს აძლევს ბუნების სიმშვიდეს და ქმნის ოთახს დასასვენებელი ატმოსფეროს. ფერების პალიტრა რომლებიც ინსპირირებულია ბუნების ფერებით, ხელახლა ქმნის სიმშვიდეს, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც დაბურულ ტყეში ასევე თქვენს ატმოსფერულ ინტერიერში.
თბილი ბუნების ფერები
მიწა და ქვიშა, ნიჟარები და წვები... ბუნება გაცილებით მეტ უნიკალურ ფერს ქმნის ვიდრე უბრალოდ მწვანე, ეს ფერები შორეული უდაბნოს ხეობების განწყობის და მზის ამოსვლის თბილი, თითქმის წითელი შუქის აღბეჭდვის საშუალებას იძლევა. ერთად ისინი აღადგენენ კავშირს ბუნებასთან და სიმშვიდისა და სტაბილურობის ატმოსფეროს ქმნიან
ბალანსის ხელოვნება
ნეიტრალური ფერები კარგი საწყისია, მიუხედავად სტილისა, ეს მარადიული და დახვეწილი ფერები, რომლებიც მერყეობს ოქროსფერ კრემისფერსა და ცივ ნაცრისფერ ტონებამდე, ქმნის ჰარმონიას ინტერიერში. შეუთავსეთ სხვადასხვა, ნეიტრალური ფერები იმავე ოთახში და შექმენით დახვეწილი ატმოსფერო.
ლურჯის მიღმა
Jotun - ის ახალი ელფერი True Blue შესძენს თქვენს ინტერიერს ელეგანტურობას.
ეს არის თამამი, მაგრამ ძალიან ლამაზი გადაწყვეტილება.
True Blue შეიძლება გახდეს ინტერიერის მთავარი გმირი ან უბრალოდ გამორჩეული აქცენტი, როგორიც არ უნდა იყოს არჩევანი, ნეიტრალურ Sheer Gray - სთან ერთად შექმნის ინტერიერისა და ფერების იდეალურ კომპოზიციას.