SikaCeram FLX24 (მასტერტაილ FLX24) - ერთკომპონენტიანი, მაღალი წარმადობის ელასტიკური წებოცემენტი კერამიკული და გრანიტის ფილებისათვის, პოლიმერებით მოდიფიცირებული ცემენტის ფუძეზე, რომელიც შეესაბამება EN 12004-C2TES1 სტანდარტს.
C2 – წებოცემენტები ცემენტის ფუძეზე გაუმჯობესებული მახასიათებლებით
T – შემცირებული ჩამოცურებით
E – გახანგრძლივებული მუშა პერიოდი
S1 – დეფორმირებადი
შეფუთვა:
25კგ პოლიეთილენით არმირებული ტომარა
გამოყენება:
- შიდა და გარე სივრცეებში
- ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისთვის
- კერამიკის, მარმარილოს, გრანიტის, შუშის მოზაიკისა და ნატურალური ქვის შესაწებებლად ცემენტოვან ზედაპირებზე, რომლებიც განიცდიან ტემპერატურულ ცვალებადობას,
უპირატესობები:
- მარტივი მომზადება
- მარტივი აპლიკაცია
- გამოყენების დრო 30 წუთი
- დიდი საექსპლუატაციო ვადა
- მედეგია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისადმი
- ყინვის/ლღობის ციკლებისადმი მედეგი
- არ ცურდება ვერტიკალური აპლიკაციისას