top of page
Writer's pictureana dvali

მუქი კედლები საძინებელში: ორი მხარის ისტორია

Updated: Apr 8

მუქი კედლები საძინებელში, ან გიყვარს ან გეზიზღება, ოქროს კვეთა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია უემოციოდ ვერ მიუდგები საკითხს.


ერთის მხრივ მუქ კედლებს შეუძლია შექმნას მყუდრო და ინტიმური ატმოსფერო, მსგავსი გადაწყვეტილება იდეალურია იმ ზარმაცი კვირა დილისთვის, როცა უბრალოდ საწოლში ყოფნის და კარგი წიგნის წაკითხვის სურვილი გაქვს, ან კარგი ფილმის ყურების, ხელში საყვარელი ცხელი სასმელით.


მეორეს მხრივ, მუქ კედლებს შეუძლია ოთახი უფრო პატარა და დამთრგუნველი გახადოს, განსაკუთრებით თუ ბეტმენის გამოქვაბულის ესთეტიკის მოყვარული არ ხართ.


მაშ, რა არის ვერდიქტი? უნდა გადახვიდე ბნელ მხარეს და მუქი მაგრამ ხასიათიანი ინტერიერი შეარჩიო თუ იყო ღია და ნათელ მხარეს?


ეს დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს პირად სტილზე, თუ თქვენ ხართ დრამისა და ინტრიგების მოყვარული, მაშინ მუქი კედლები შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა თქვენს საძინებელში საიდუმლოების შესატანად. რომელი მხარეც არ უნდა აირჩიოთ, ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ, მყუდრო გარემოს შესაქმნელად



აირჩიეთ სიბნელის სწორი ელფერი:

ყველა მუქი ფერი არ არის ერთნაირი, ზოგი ელფერი, როგორიცაა ნახშირისფერი ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი, შეიძლება იყოს ძალიან მუქი და დამთრგუნველი. შეარჩიეთ ისეთი ფერი, რომელიც არა უბრალოდ მუქი, არამედ რთული და ღრმა ფერია, იმისთვის რომ შექმნათ მყუდრო და მდიდრული ინტერიერი


გამოიყენეთ ბევრი ბუნებრივი განათება:

თუ გაწუხებთ, ის რომ თქვენი საძინებელი ძალიან ბნელდება, დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი ბუნებრივი სინათლე ოთახში. ეს ნიშნავს დიდ ფანჯარას ან ოთახის ნათელ მხარეს, დარწმუნდით რომ გაქვთ საშუალება გახსნათ ფარდები და შემოუშვათ მზის მაცოცხლებელი სხივები, ასევე უპირატესობა მიანიჭეთ თხელ ფარდებს.


დაამატეთ ნათელი აქცენტები:

დაამატეთ ინტერიერში რამდენიმე ნათელი აქცენტი. ღია ფერის ავეჯი, ღია ფერის თეთრეული საწოლისთვის, ფერადი ბალიშები და ა.შ.


გამოიყენეთ პრაქტიკული განათება:

განათება არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება მუქი კედლების გამოყენებას საძინებელში. გამოიყენეთ სინათლის სხვადასხვა და სასურველია არაერთი წყარო, როგორიცაა ზედა განათება, საწოლის ნათურები და სამუშაო განათება, ლედ ნათება არქიტექტურული რელიეფის გამოსაკვეთად, ტორშერი და სხვა.

13 views1 comment

1 Comment


Guest
Jun 13

🤗

Like
bottom of page