top of page

თბილისში წერეთლის 113-ში ნორვეგიული საღებავების Jotun - ის მაღაზია გაიხსნა

Updated: Apr 8

ნორვეგიული საღებავების ბრენდის Jotun- ის ახალი ბრენდული მაღაზია წერეთლის 113 ნომერში გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის საღებავებს, ასევე ადგილზევე, როგორც ფერების შერჩევის ასევე შერევის შესაძლებლობას. 



მაღაზიაში იხილავთ დახვეწილი და ელეგანტური ფერების ფართო სპექტრს და თანამედროვე კატალოგების საშუალებით შეძლებთ შეარჩიოთ საუკეთესო ელფერი თქვენი ინტერიერისთვის.  


ნორვეგიული საღებავების ბრენდი იოტუნი 1926 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე, როგორც ინდუსტრიის ნოვატორი და ლიდერი.

იოტუნი ქმნის ტრადიციებისა და ინოვაციების იდეალურ ბალანსს, ხოლო სრულყოფილებისადმი ერთგულება ყოველი საღებავის ქილაში გამოიხატება.


იოტუნი აერთიანებს როგორც ინდუსტრიულ ასევე დეკორატიულ ხაზს, დეკორატიული მიმართულებით იუტუნი ქმნის სხვადასხვა ტიპის ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავს, ფერების კომბინაციას, დიზაინისა და იდეებს ყველა სტილისთვის. 


იოტუნის ინდუსტრიული საღებავები 100 წელია მსოფლიოს მასშტაბით იცავს სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას.


მაღალ ტემპერატურა მედეგი, ხანძარ საწინააღმდეგო საფარი/საღებავები იცავენ შენობის ლითონ კონსტრუქციას ხანძრის მიერ გამოწვეული დნობისგან, რღვევისგან, 120 წუთის განმავლობაში, რაც კრიტიკული დროა ხანძრის ლოკალიზებისა და ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად!


იოტუნის საღებავები გამორჩეულია არა მხოლოდ ხარისხითა და გამძლეობით, არამედ მისი უსაფრთხოებითა და ეკოლოგიურობით. 



3,240 views0 comments

Comments


bottom of page